Dominar.ge-ის შესახებ
გარეთ 21-ე საუკუნეა, "ონლაინ" ვაჭრობა დღითიდღე იკრებს ძალებს და ჩვენი ყოველდღიური ყოფითი ცხოვრების განუყრელი ნაწილი ხდება. ჩვენმა გუნდმაც (კომპანია "დომინარი") მიზნად დაისახა, მოკრძალებული წვლილი შეიტანოს მის (ინტერნეტ-ვაჭრობის) განვითარებაში, ისეთი პროდუქციის შემოთავაზებით, რომელიც ერთდროულად საინტერესოც იქნება და პრაქტიკულიც. ჩვენთვის მთავარია, თქვენ რაც შეიძლება ნაკლები დრო მოანდომოთ სასურველი ნივთის შეძენა-მიღებას და რაც შეიძლება მეტი დრო დაგრჩეთ ცხოვრებით ტკბობისთვის.
P.S. ჩვენ ვეცდებით "ონლაინ" ვაჭრობა უფრო მარტივი და ბევრად სასიამოვნო გავხადოთ
საგარანტიო პირობები
ჩვენ მიერ შემოთავაზებული თითოეული ერთეული ნაწარმი მოწმდება საწყობშივე, გაუმართაობის შემთხვევაში ჩვენ ვახდენთ მის ჩამოწერას, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ თქვენამდე მაინც მოვიდა წუნდებული პროდუქტი, შეძენიდან 1 თვის ვადაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე: ((+995) 555 332 011) და ჩვენი წარმომადგენლები მოვლენ თქვენთან პროდუქციის გამოსაცვლელად ან თანხის უკან დასაბრუნებლად (თუკი საწყობში აღნიშნული პროდუქციის მარაგი ამოწურული იქნება). ყურადღება!!! გარანტია ვრცელდება მხოლოდ ძირითად ნივთზე და არ ვრცელდება ნივთის თანმხლებ აქსესუარებზე.
მონაცემთა დაცვა
ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის დროს, შეკვეთის გაკეთების შემთხვევაში, თქვენი მხრიდან ხდება ისეთი პერსონალური მონაცემების მოწოდება, როგორიცაა: სახელი/გვარი, ტელეფონის ნომერი, მისამართი. მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ეს მონაცემები ინახება ჩვენ ბაზაში, ჩვენი მხრიდან (კომპანია "დომინარი") არ ხდება მათი გამჟღავნება, გამოქვეყნება, რაიმე სარეკლამო მიზნით გამოყენება ან მესამე პირისთვის გადაცემა, გარდა იმ საკურიერო მომსახურების კომპანიისა, რომელსაც თქვენამდე მოაქვს შეკვეთა. სურვილის შემთხვევაში, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ თხოვნით ელ-ფოსტაზე (dominarshop@gmail.com), რომ მოხდეს თქვენი პირადი მონაცემების დაუყოვნებლივი წაშლა ჩვენი ბაზიდან. კომპანია "დომინარი" - თქვენი და თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების გარანტი.
კითხვები და პასუხები
როგორ მივიღებ შენაძენს?
შენაძენს მოგაწვდით ჩვენი კურიერი შეკვეთის გაკეთებიდან 2 სამუშაო დღეში თბილისის მასშტაბით, ხოლო 2-დან 3 სამუშაო დღეში რეგიონების მასშტაბით.
ანგარიშსწორებას როგორ ვახორციელებ?
ანგარიშსწორება ხორციელდება როგორც ნაღდზე, უშუალოდ კურიერთან, ასევე ჩვენ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
მიწოდების საფასური ცალკე იანგარიშება?
მიწოდების საფასური თბილისსა თუ რეგიონში შეადგენს 5 ლარს.
როგორ შეგიკვეთოთ?
შეკვეთის გასაკეთებლად არანაირი რეგისტრაცია არ გჭირდებათ, უბრალოდ ირჩევთ თქვენთვის სასურველ პროდუქციას, ამატებთ კალათაში, შემდეგ გადადიხართ შეკვეთის გაფორმების გვერდზე, სადაც ავსებთ 3 საჭირო ველს, ესენია: სახელის ველი, ტელეფონის ნომრის ველი და მისამართის ველი და გვიგზავნით შეკვეთას.
