შენაძენს მოგაწვდით ჩვენი კურიერი შეკვეთის გაკეთებიდან 2 სამუშაო დღეში თბილისის მასშტაბით, ხოლო 2-დან 3 სამუშაო დღეში რეგიონების მასშტაბით.
ანგარიშსწორება ხორციელდება როგორც ნაღდზე, უშუალოდ კურიერთან, ასევე ჩვენ საბანკო ანგარიშზე თანხის წინასწარი ჩარიცხვით.
ჩვენ მიერ შემოთავაზებული თითოეული ერთეული ნაწარმი მოწმდება საწყობშივე, გაუმართაობის შემთხვევაში ჩვენ ვახდენთ მის ჩამოწერას, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ თქვენამდე მაინც მოვიდა წუნდებული პროდუქტი, შეძენიდან 1 თვის ვადაში (სათამაშოების და სამკაულების შემთხვევაში 24 საათის ვადაში, სადენიანი ყურსასმენების შემთხვევაში 1 კვირის ვადაში) შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე: ((+995) 555 332 011) და ჩვენი წარმომადგენლები მოვლენ თქვენთან პროდუქციის გამოსაცვლელად ან თანხის უკან დასაბრუნებლად (თუკი საწყობში აღნიშნული პროდუქციის მარაგი ამოწურული იქნება). ყურადღება!!! გარანტია ვრცელდება მხოლოდ ძირითად ნივთზე და არ ვრცელდება ნივთის თანმხლებ აქსესუარებზე.
მიწოდება თბილისის მასშტაბით არის უფასო, ხოლო რეგიონებში მიწოდების შემთხვევაში ნივთის ღირებულებას დაემატება 5 ლარი.
დიახ ბატონო, საჩუქრების მისაღებად საკმარისია დააგროვოთ გარკვეული რაოდენობის ქულები, მათი დაგროვება ხდება შეკვეთების განხორციელებით, ყოველი შეკვეთიდან, ღირებულების 10% დაგიბრუნდებათ ქულების სახით, მას შემდეგ რაც მინიმალური ოდენობის ქულებს დააგროვებთ, შეგეძლებათ 3 საჩუქრიდან ერთ-ერთის არჩევა და მას სრულიად უფასოდ მიიღებთ. ქულების სანახავად ან იმის გასაგებად, თუ რა მოიგეთ, საკმარისია იგივე მოწყობილობით (მობილური ან კომპიუტერი) და იგივე "ბრაუზერით" შეხვიდეთ ჩვენ ვებ-გვერდზე, რომლითაც განახორციელეთ ბოლო შესყიდვა და დააწვეთ მთავარ გვერდზე გაჩენილ საჩუქრის მოციმციმე სურათს.
შეკვეთის გასაკეთებლად არანაირი რეგისტრაცია არ გჭირდებათ, უბრალოდ ირჩევთ თქვენთვის სასურველ პროდუქციას, ამატებთ კალათაში ან ირჩევთ პირდაპირი ყიდვის ფუნქციას, შემდეგ გადადიხართ შეკვეთის გაფორმების გვერდზე, სადაც ავსებთ 3 საჭირო ველს, ესენია: სახელის ველი, ტელეფონის ნომრის ველი და მისამართის ველი. შეკვეთას რომ განახორციელებთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ "ამანათის თრექინგის" ფუნქციით (იხ. ვებ-გვერდის მენიუში და ბოლოში) და თვალი ადევნოთ შენაძენის გადაადგილებას.
საგარანტიო მომსახურების პირობები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად - საგარანტიო მომსახურება მოიცავს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მომხმარებლის უფლებას, ნივთის შეძენიდან 2 კალენდარული წლის განმავლობაში მოითხოვოს მისი უსასყიდლოდ შეკეთება ან ფასის დაკლება ან თანხის ანაზღაურება, თუ "საგარანტიო ვადის" განმავლობაში ნივთს ქარხნული ხარვეზი აღმოჩნდა. თუ საქონელი აღმოჩნდა ხარვეზის მქონე, მომხმარებლისთვის საქონლის მფლობელობაში გადაცემიდან ექვსი თვის პერიოდში, მაშინ სანამ საწინააღმდეგო დამტკიცდება, ივარაუდება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის უშუალოდ მიწოდებისას, თუ საქონლის ბუნებიდან ან ხარვეზის სახეობიდან გამომდინარე ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში, მტკიცების ვალდებულება ეკისრება მოვაჭრეს. თუ მომხმარებელმა საქონლის ხარვეზი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან ექვსი თვის პერიოდის გავლის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ვალდებულება, რომ ხარვეზი არსებობდა საქონლის უშუალოდ მიწოდებისას, დაეკისრება უშუალოდ მომხმარებელს.
პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება - ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის დროს, შეკვეთის გაკეთების შემთხვევაში, თქვენი მხრიდან ხდება ისეთი პერსონალური მონაცემების მოწოდება, როგორიცაა: სახელი/გვარი, ტელეფონის ნომერი, მისამართი (შესაძლებელია გეოლოკაციასთან ერთად). მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ეს მონაცემები ინახება ჩვენ ბაზაში, ჩვენი მხრიდან (კომპანია "დომინარი") არ ხდება მათი გამჟღავნება, გამოქვეყნება, რაიმე სარეკლამო მიზნით გამოყენება ან მესამე პირისთვის გადაცემა, გარდა იმ საკურიერო მომსახურების კომპანიისა, რომელსაც თქვენამდე მოაქვს შეკვეთა. სურვილის შემთხვევაში, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ თხოვნით ელ-ფოსტაზე (dominarshop@gmail.com), რომ მოხდეს თქვენი პირადი მონაცემების დაუყოვნებლივი წაშლა ჩვენი ბაზიდან. კომპანია "დომინარი" - თქვენი და თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების გარანტი.